კითხვარი

7 comments:

  1. კოლეგებო, როგორ ფიქრობთ, რამდენად დაეხმარება მასწავლებელსა და მოსწავლეს ბლოგზე არსებული პრეზენტაციები კონკრეტული თემის შესწავლისას (გთხოვთ, დაწეროთ თქვენი შეხედულება სწავლებისას პრეზენტაციების გამოყენების ეფექტურობასა თუ არაეფექტურობის შესახებ, ასევე ბლოგზე არსებული კონკრეტული პრეზენტაციების შესახებ)?

    შეგიძ₾იათ ასევე შეავსოთ კითხვარი ან უპასუხოთ ჩემ კომენტარს. მადლობა წინასწარ

    ReplyDelete
  2. ბლოგზე ატვირთული რესურსები მოსწავლეთა ინეტრაქტიულ ჩართულობას უწყობს ხელს, სახალისოა და სასწავლო პროცესს არ ხდის მოსაბეზრებელს. განსაკუთრებით მომეწონა გენეტიკის რესურსები. მოსწავლეს რთული საკითხების იოლად გაგებაში დააეხმარება. მე დიდი სიამოვნებით გავაზარე ეს სასარგებლო ბმულები რომ გამოვიყენო პირადად, აგრეთვე სხვა ჩემმა კოლეგებმა ნახოს და სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენოს, რაც შედეგების გაუმჯობებსებას შეუწყოობს ხელს. წარმატებას ვუსურვებ ბლოგის კრეატიულ ავტორს!

    ReplyDelete
  3. ბლოგზე განთავსებული პრეზენტაციების გამოყენებით, მასწავლებელი შეძლებს ინტერაქტიული გაკვეთილის ჩატარებას, გაზრდის მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას და ხელს შეუწყობს საგაკვეთილო პროცესში მათ აქტიურ თანამონაწილეობას/ჩართულობას. ამასთან სავარჯიშოები და თამაშები დაეხმარება მოსწავლეს ცოდნის შეძენის პროცესში. წარმატებები ბლოგის ავტორს და მადლობა საინტერესო და სასარგებლო რესურსის გაზიარებისთვის!

    ReplyDelete
  4. ბლოგზე წარმოდგენილი რესურსები მასწავლებელს საშუალებას მისცემს დაგეგმოს და ჩაატაროს მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილი. გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, ინტერესს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ. მოსწავლეებს დაეხმარება, კარგად გაიაზრონ მასალა, მოახდინონ საკუთარი ცოდნის მონიტორინგი. დიდი მადლობა ავტორს საინტერესო, სახალისო, სასარგებლო ბლოგისთვის. გისურვებთ წარმატებებს.

    ReplyDelete
  5. ბლოგზე განთავსებული მასალები დაეხმარება მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც. სწავლების პროცესს გახდის სახალისოს და ეფექტურს, გააღვივებს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას. ვიქტორინები, სავარჯიშოები და თამაშები საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მოახდინონ თვითშეფასება. მადლობა ავტორს ასეთი მრავალფეროვანი და კარგად ორგანიზებული მასალის მოწოდებისთვის. გისურვებთ წარმატებებს.

    ReplyDelete
  6. ბლოგზე განთავსებული სხვადასვა ინფორმაცია სანდოა და ეფუძნება მეცნიერულ ცოდნას. მასალა დაეხმარება სწავლა-სწავლების პროცესს, რომ გახდეს უფრო ეფექტური და სახალისო, გაზრდის მოსწავლის მოტივაციას. დიდაქტიკური და შემეცნებითი თამაშები მოსწავლეებში გაზრდის სასწავლო პროცესში ჩართულობას.

    გისურვებთ წარმატებებს!

    ReplyDelete
  7. ბლოგი თემატურია, მასალა სანდოა, სახალისოა მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებსაც დაეხმარებათ საკითხის მრავალი კუთხით განხილვისთვის. მადლობა ასეთი თანამშრომლობისთვის.

    ReplyDelete